ლიეტუველი დეპუტატი ემანუელის ზინგერისი: ეუთო-გუნდში მყოფი კრიმინალები ყალბ ანგარიშებს აქვეყნებენ, არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი – ლიეტუვა იქნება თავმჯდომარე 2027 წელს და ჩვენ არ ვიქნებით დადებითად განწყობილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ლიეტუველმა დეპუტატმა ემანუელის ზინგერისმა, განაცხადა, რომ “ეუთო-ს გუნდში მყოფი კრიმინალები” ყალბ ანგარიშებს აქვეყნებენ და საქართველოში ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი.

მისივე თქმით, ლიეტუვა, რომელიც იქნება ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დადებითად განწყობილი არ იქნება.

„ვინ არის პასუხისმგებელი იმ ანგარიშზე, სადაც წერია, რომ გასული წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, ვინ არიან ეს კრიმინალები? ეს კრიმინალები არიან ეუთო-ს გუნდში, სამწუხაროდ, ისინი ყალბ ანგარიშებს აქვეყნებენ. არჩევნები არ იყო სამართლიანი და არ იყო თავისუფალი. ლიეტუვა იქნება თავმჯდომარე 2027 წელს და ჩვენ არ ვიქნებით დადებითად განწყობილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე,“ – განაცხადა ემანუელის ზინგერისმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...