ლევან ნიკოლეიშვილი: რაც დაუშვებელია აშშ-სა და ევროპაში, ასევე მიუღებელი უნდა იყოს საქართველოშიც – ეს კარგად უნდა გაითვალისწინონ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სენატორ ტედ კრუზის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც FBI-ს მიმართა მოთხოვნით, გამოიძიოს აქციებზე ძალადობის დაფინანსების საკითხები.

ნიკოლეიშვილის თქმით, ყველა გარემოება უნდა გახდეს გამოძიების საგანი, განსაკუთრებით კი ის, თუ ვისი სახსრებით ფინანსდება ძალადობრივი ქმედებები.

„რა საინტერესო რამეს ითხოვს სენატორი ტედ კრუზი FBI-სგან? რაღაც მომენტში მეგონა საქართველოზე საუბრობდა. ცხადია გამოსაძიებელია ყველა ფაქტი, რაც დგას აქციებზე ძალადობის უკან, განსაკუთრებით თუ ვის სახსრებით ხდება ამ ძალადობების დაფინანსება. ოღონდ ერთი რამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის რაც მიუღებელი და დაუშვებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროპაში, ასევე მიუღებელი უნდა იყოს საქართველოშიც-აი, ეს კი, განსაკუთრებით ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა უნდა გაითვალისწინონ.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: გარედან მიღებულ დავალებებს ერთნაირი მონური მორჩილებით ასრულებენ როგორც „პოლიტიკოსები“,...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, ლევან მაჭავარიანის მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება და სრულად იზიარებს მის პოზიციას. ამასთან,...