ლევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს

ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას.

ლევან მაჭავარიანი საზოგადოებას ახსენებს, წლების წინ როგორ უხეშად დაიწყო ვენეციის კომისიამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა.

„ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით შემიძლია საზოგადოებას შევახსენო თუ როგორ უხეშად დაიწყეს ჩვენს საქმეებში ჩარევა და მოგვიწოდეს კონსტიტუციიდან ამოგვეღო ის მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ ოჯახი არის კაცისა და ქალის ერთობა. აქედან დაიწყო მათი პოლიტიკური მოღვაწეობა, ნაცვლად სამართლებრივი შეფასებებისა. ჩვენ გვახსოვს გამჭვირვალობის ქართულ კანონთან დაკავშირებით ასევე მათი თავხედური შეფასება, რომ „ენჯეოსთვის“ გამჭვირვალობა არ შეიძლებოდა და არანაირი ახსნა-განმარტება ამას არ მოჰყოლია. ზოგადად პოლიტიზებულია ეს ინსტიტუტი, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...