ლევან მაჭავარიანი: განსაკუთრებული იმაში არაფერია, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს მათი სამუშაოს ნაწილია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრის ფაქტს გამოეხმაურა და რადიკალურების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.

„განსაკუთრებული იმაში არაფერია, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს. რა თქმა უნდა, ეს მათი სამუშაოს ნაწილია და ამას რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა ოპოზიციიდან, კარგად დაინახეთ. შეუვარდნენ პირდაპირ აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდს. როგორი ფაშისტური კომენტარები დაუწერეს ოპოზიციამ, მათმა აქტივისტებმა, ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს გუშინ შეხვდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...