ლაშა ტალახაძე: “მოვახერხე და მეშვიდედ შევინარჩუნე ევროპის ჩემპიონის ტიტული, ძალიან კარგი შედეგით ვბრუნდებით საქართველოში”

მოვახერხე და მეშვიდედ შევინარჩუნე ევროპის ჩემპიონის ტიტული. გარკვეული ტრავმებიდან გამომდინარე ახალი გამოცდა იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ფსიქოლოგიურადაც გადავლახე, – ამის შესახებ შვიდგზის ევროპის ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან კარგი შედეგით ბრუნდებიან საქართველოში.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც ძალიან ბევრი ჩამოვიდა და ფაქტობრივად, ვერ ვიგრძენი, რომ სხვა ქვეყანაში ვიყავი. მოვახერხე და მეშვიდედ შევინარჩუნე ევროპის ჩემპიონის ტიტული. გარკვეული ტრავმებიდან გამომდინარე ახალი გამოცდა იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ფსიქოლოგიურადაც გადავლახე. ძალიან კარგი შედეგით ვბრუნდებით საქართველოში და ვპირდები გულშემატკივარს, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მოგიტანთ“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა მძიმეწონოსანმა ატაცში 222 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

აკვრაში ლაშამ 252 კილოგრამი დააფიქსირა და ამ დისციპლინაშიც ოქროს მედალი მოიპოვა.

ორჭიდის ჯამში ლაშამ 474 კილოგრამი დააფიქსირა და კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია და გამოძიება...