კირილ ბუდანოვი – ჩრდილოეთ კორეა რუსეთს წელს მინიმუმ 150 ბალისტიკურ რაკეტას და არტილერიას გადასცემს – არ ველით ბევრი ახალი ჯარისკაცის გაგზავნას, ისინი ბიოლოგიურ რობოტებს ჰგვანან

ჩრდილოეთ კორეა გეგმავს, 2025 წელს რუსებს KN-23 ტიპის მცირე რადიუსის მინიმუმ 150 ბალისტიკური რაკეტა, ასევე საარტილერიო ჭურვები და სისტემები გადასცეს, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„არტილერია გამოიყენება როგორც ჩრდილოეთ კორეის, ასევე რუსეთის ოპერაციების მხარდასაჭერად, ხოლო რაკეტები განკუთვნილია მხოლოდ რუსული სამიზნეებისთვის“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს გადასცა დაახლოებით 120 ერთეული М1989 ტიპის 170 მმ კალიბრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „კოკსანი“ და 120 ერთეული M-1991 ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა. მოსალოდნელია, რომ ჩრდილოთ კორეა აღნიშნულ ტექნიკას რუსეთს მომავალშიც სულ მცირე ამ რაოდენობით გაუგზავნის.

ამასთან, ბუდანოვის თქმით, რუსებმა, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეული KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტები მიიღოს, რომელიც რუსეთის არმიას მანამდეც მიაწოდეს.

„ამ იარაღის უმეტესობა გამოიყენება უკრაინის ჯარების წინააღმდეგ, ან რუსეთში წვრთნების ჩასატარებლად“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეამ 2025 წელს, შესაძლოა, რუსეთის კურსკის ოლქში ქვეითების დამატებითი რაოდენობა გააგზავნოს.

“ჩვენ არ ველით სახმელეთო ჯარების ბევრ ახალ ჯარისკაცს. ისინი ბიოლოგიურ რობოტებს ჰგვანან”, – აღნიშნა ბუდანოვმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ჩვენ რომ ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდეთ, მაშინ გაშიფრულ აგენტზე...

აგენტს, რა თქმა უნდა, ვერავინ გულწრფელად ვერ დაუჭერს მხარს, გარდა რამდენიმე მოტყუებული ადამიანისა და კიდევ ერთხელ დასტურდება ერთი რამ, ჩვენ რომ ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე...