„ხალხის ძალის“ და ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით პარლამენტში ახალგაზრდებთან დემოგრაფიულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ინიციატივით, პარლამენტის სტაჟიორებთან გაიმართა შეხვედრა თემაზე – “დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში“. შეხვედრაში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მონაწილეობდნენ.

სტაჟიორებთან პარლამენტის წევრებმა განიხილეს დემოგრაფიასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას. მაგალითად, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ისეთი ფაქტორების გავლენა, როგორიც არის დაბალი შობადობა, ემიგრაციის მაღალი დონე და ერის დაბერება; ასევე, რამდენად განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების კონტურებს დემოგრაფიული საკითხის მიმართ სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა; აქვს თუ არა გავლენა საზოგადოების ღირებულებებისა და კულტურის ცვლილებებს დემოგრაფიული რისკების შემცირებაზე და სხვა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ახალგაზრდების აზრი და როლი მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკის განსაზღვრაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...