ქეთევან ტურიაშვილი ანდრო ჭიჭინაძის განცხადებაზე: პერიოდულად, როცა ყალბ გმირებს ყურადღება ან გარედან დაორგანოზებული “ჯილდოები” შემოაკლდებათ, ნაცად სპექტაკლს დგამენ უნიჭო მსახიობები – არავინ არ აპირებს თქვენ შეწყალებას და ფიზიკურად ვერ მოაწერთ ხელს არარსებულ შემოთავაზებას

არქეოლოგი ქეთევან ტურიაშვილი, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ აპირებს ხელის მოწერას არანაირ დოკუმენტზე, რომელიც შეწყალების საკითს შეეხება.

ქეთევან ტურიაშვილი ანდრო ჭიჭინაძეს “ყალბ გმირს” უწოდებს და მის განცხადებას მორიგ ნაცად სპექტაკლად მოიხსენიებს.

ტურიაშვილი მიმართავს ჭიჭინაძეს და სხვა “ყალბ გმირებს”, რომ მათ შეწყალებას არავინ აპირებს და სასჯელს სამართლიანად, ბოლომდე მოიხდიან.

„პერიოდულად, როცა ყალბ გმირებს ყურადღება ან გარედან დაორგანოზებული “ჯილდოები” შემოაკლდებათ, ნაცად სპექტაკლს დგამენ უნიჭო მსახიობები. ჯერ თავიანთი პროპაგანდისტებით შემოაგდებენ თემას, აპირებს თუ არა ხელისუფლება “უსინდისო პატიმრების” შეწყალებას, ხოლო შემდეგ გამოაგზავნიან ციხიდან უსტარს, რომ არაფერზე ხელს არ მოაწერენ… ჰოდა მინდა ამ უნიჭო მსახიობს და მის გვერდით მსხდომ სხვა მოძალადეებს ვუთხრა – არავინ არ აპირებს თქვენ შეწყალებას და ფიზიკურად ვერ მოაწერთ ხელს არარსებულ შემოთავაზებას. დაგიძველდათ ეგ უნიჭო მეთოდები. მოიხდით ბოლომდე იმ სასჯელს, რაც თქვენი უსაქციელობის გამო სამართლიანად მიიღეთ!“- წერს ქეთევან ტურიაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ:...

საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის“ და მის თანამდევი...