ქეთევან მიქიაშვილი ოპოზიციის მხარდამჭერებს: გამოყენებული ხართ მიზნებისთვის, რომელიც არც ამ ქვეყანას სჭირდება და არც გულწრფელია, უბრალოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება. ვინც სიტყვით თქვენკენაა, ყველა “გულაობს” და ფულს აკეთებს, აგერ – მამულიჩა და მისი ცოლი ახლა დუბაიში “გულაობენ”

არქეოლოგი ქეთევან მიქიაშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართავს.

მიქიაშვილი მათ გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ის ხალხი, რომელიც რუსთაველზე ყოველ საღამოს დგას გამოყენებულია კონკრეტული ჯგუფის მიზნების შესასრულებლად, მაგალითად კი მომღერალი ლელა წუწრუმია და მისი მეუღლე, “მამულიჩა” მოჰყავს, რომლებიც დუბაიში იმყოფებიან გასართობად და “ფულის საკეთებლად”, რომლებიც მხოლოდ სიტყვიერად არიან მათ მხარეს.

“რუსთაველზე რომ ყოველ საღამოს 150 ადამიანი დგას, აი სწორედ მაგ ხალხს მოგმართავთ – გამოყენებული ხართ მიზნებისთვის, რომელიც არც ამ ქვეყანას სჭირდება და არც გულწრფელია, უბრალოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება. თორე, ვინც სიტყვით თქვენკენაა, ყველა გულაობს და ფულს აკეთებს. აგერ მაგალითი – მამულიჩა და მისი ცოლი ახლა დუბაიში გულაობენ. დროა ცოტა გამოფხიზლდეთ!”- წერს ქეთევან მიქიაშვილი.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=887349267497166&id=100086663034626&rdid=SJOhCSMxR9sRgNyf#

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბრიტანული გამოცემა The Independent: მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება,...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოლოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა...