“ქართული ფეხბურთისთვის ახალი, განსაკუთრებული ეპოქა დაიწყო”- ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

“ქართული ოცნება” პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ონლაინგამოცემა “მხარე” უცვლელად გთავაზობთ:

“გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას!

4:1 – ერთა ლიგაზე, ჩეხეთის ნაკრებთან მიღწეული ამ დამაჯერებელი გამარჯვებით, ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ, უზომოდ გაგვახარა თითოეული ქართველი გულშემატკივარი!

ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ აშკარა იყო, რომ ქართული ფეხბურთისთვის ახალი, განსაკუთრებული ეპოქა დაიწყო, რაც გუშინდელი თამაშით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ვულოცავ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მებრძოლი, ერთ მუშტად შეკრული და საამაყო გუნდის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა!

დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება!“- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...