„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი: ორი თვე გადის, რაც უცხოური გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა კეფაში ტყვიის სროლის მუქარა გაავრცელა, დღემდე არც ერთ დონორს არ დაუგმია ეს მოწოდება- ძალადობის წაყრუება ძალადობის წახალისებაა

უკვე ორი თვე გადის მას შემდეგ, რაც უცხოური გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა, ირაკლი დათუნაშვილმა კეფაში ტყვიის სროლის მუქარა გაავრცელა- ამის შესახებ წერს „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“.

როგორც გვერდის, „სინამდვილეში“ განცხადებაშია აღნიშნული დღემდე არც ერთ დონორს არ დაუგმია ეს მოწოდება. მეტიც, სავარაუდოდ, ის დღემდე უცხოური გრანტიდან იღებს ხელფასს.

აქვე ნათქვამია, რომ ძალადობის წაყრუება ძალადობის წახალისებაა.

„უკვე ორი თვე გადის მას შემდეგ, რაც უცხოური გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა, ირაკლი დათუნაშვილმა კეფაში ტყვიის სროლის მუქარა გაავრცელა.

დღემდე არც ერთ დონორს არ დაუგმია ეს მოწოდება. მეტიც, სავარაუდოდ, ის დღემდე უცხოური გრანტიდან იღებს ხელფასს.

ძალადობის წაყრუება ძალადობის წახალისებაა.“- წერს Facebook-გვერდი „სინამდვილეში“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...