კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი: მინდა ვნახო ტრანსგენდერი ბავშვები, მყავს ტრანსი ნათლული – არ არსებობს გუბერნატორი, რომელსაც ჩემზე მეტი ტრანსგენდერებისთვის სასარგებლო კანონმდებლობა მიუღია

ჩვენ ტრანსგენდერი სპორტსმენების თემას არ შევხებივართ. ეს არის საკითხი, რომლის მოსმენაც არავის სურს, რადგან მსმენელთა 80 პროცენტი არ ეთანხმება ჩემს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ჩემი გულიდან მოდის და არა მხოლოდ გონებიდან, – ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა “ნიუ იორკ თაიმსის” პოდკასტში, “ეზრა კლაინის შოუ” განაცხადა.

ნიუსომის თქმით, მას სურს, ტრანსგენდერი ბავშვები იხილოს. როგორც მან აღნიშნა, ტრანსგენდერებისთვის სასარგებლო ყველაზე მეტი კანონი აქვს მიღებული და ამ ჯგუფის ძლიერი დამცველია.

“მინდა ვნახო ტრანსგენდერი ბავშვები. მყავს ტრანსგენდერი ნათლული. არ არსებობს გუბერნატორი, რომელსაც ჩემზე მეტ ტრანსგენდერებისთვის სასარგებლო კანონმდებლობაზე აქვს ხელი მოწერილი და არავინ ყოფილა ამ ჯგუფის უფრო ძლიერი დამცველი. მაგრამ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ იმ ადამიანების რეალობა, ვისაც უფლებები ჩამოერთმევათ, როდესაც ჩვენ წინ წავიწევთ ტრანსგენდერი საზოგადოების უფლებებს სპორტული შეჯიბრებების სამართლიანობის თვალსაზრისით.” – განაცხადა გევინ ნიუსომმა, რომელიც აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, დემოკრატების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.

https://www.nytimes.com/video/opinion/100000010559552/gavin-newsom-is-embracing-contradiction.html

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...