კახა კალაძე: თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე „რუსეთუმეს“ იარლიყს მოგაკერებენ

 

თბილისის მერი კახა კალაძე რიგი მედიასაშუალებების მიერ რეპერ „მასტერის“ დაბლოკვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და კლიპის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს მომღერალს ან რომელიმე ხელოვანს თუ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, მაშინვე „მოკვეთილი იყო ყველაფრიდან“.

„აქ სიახლე არაფერია. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე არის მცდელობა, მოგაკერონ „რუსეთუმეობა“. ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იგივეს აკეთებდნენ, ახალი არაფერი ხდება. თქვენ რა, არ გახსოვთ, მომღერალს ან რომელიმე ხელოვანს თუ ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება, მოკვეთილი იყო ყველაფრიდან? ხომ არ დაგვავიწყდა ეს რეალობა? დღეს იგივეს აკეთებენ, უბრალოდ ბერკეტები არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ. შეიძლება საკუთარ ტელევიზიაში არ დაპატიჟონ, დააბულინგონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, სახლში მიუცვივდნენ და ასე შემდეგ. ესენი არიან ჩამოყალიბებული ფაშისტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...