კახა კალაძე: აზერბაიჯანელ ხალხთან მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას მივესალმებით

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, მეუღლესთან ერთად, რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

მას ალიევის სახელობის სკვერში თბილისის მერი კახა კალაძე დახვდა და აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას პატივი მიაგო.

„აზერბაიჯანი ჩენი სტრატეგიული პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული, კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რომელიც უკვე წლებია არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი მნიშვნელოვანია თუნდაც იმის გათვალისწინებით, რამდენად რთული მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, რა პროცესები მიმდინარეობს და რა გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო. რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანელ ხალხთან მსგავს მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას მივესალმებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. მან ვიზიტის ფარგლებში გვირგვინით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალიც შეამკო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...