ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს

ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილთან რესტორანში მომხდარი ინციდენტის დეტალები განმარტა. ხუბუას თქმით, გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს მან ან ინციდენტის სხვა მონაწილეებმა სამართალდამცავებს საჩივრით მიმართეს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, “საქმე აღძრა თავად სამართალდამცავმა უწყებამ.”

ჟურნალისტის განცხადებით, სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს.

“რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით მომხდარი ინცინდენტის შესახებ სიმართლე არის ერთადერთი: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია;
საქმე აღძრა თავად სამართალდამცავმა უწყებამ, როგორ ჩვენთვის ცნობილია, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე;

საქმის აღძვრის შესახებ ჩვენთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პოლიციაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაგვიბარეს და ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე გამოგვკითხეს;

ინციდენტში მონაწილეთა დაზარალებულად ცნობა მოხდა თავად პროკურატურის მიერ, გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე.

სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს.”- წერს ხუბუა X-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...