ისრაელის საელჩო: 9 აპრილს პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს თავისუფლებისა და ეროვნული ღირსების დაცვის გზაზე. თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს ორ ერსა და ისტორიებს აერთიანებს

საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს ეხმაურება.

„9 აპრილს პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის სიმამაცესა და სიმტკიცეს თავისუფლებისა და ეროვნული ღირსების დაცვის გზაზე.

თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს ორ ერსა და ისტორიებს აერთიანებს.

ისრაელის საელჩო საქართველოში პატივის მიაგებს მათ ხსოვნას, ვინც 1989 წლის 9 აპრილს გმირულად იდგა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მათი თავგანწირვა განაგრძობს შთაგონებას და არასოდეს იქნება დავიწყებული”, – წერს საელჩო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: “ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით,...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტში ის მამამ,...