ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსანი აშშ-ის დაზვერვის ანგარიშზე: ისრაელის პრემიერ-მინისტრს ისრაელის მოქალაქეები ირჩევენ და სხვა არავინ, ისრაელი არ არის აშშ-ის პროტექტორატი

ისრაელის პრემიერ-მინისტრს ისრაელის მოქალაქეები ირჩევენ და სხვა არავინ, ისრაელი არ არის აშშ-ის პროტექტორატი, – ასე გამოეხმაურა ისრაელის მთავრობის ოფიციალური პირი აშშის დაზვერვის ანგარიშს, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, როგორც პოლიტიკური ლიდერის სიცოცხლისუნარიანობა საფრთხეშია. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

“ისრაელი არ არის აშშ-ის პროტექტორატი, არამედ დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებიც ირჩევენ მთავრობას. ჩვენ ველით, რომ ჩვენი მეგობრები იმოქმედებენ “ჰამასის” ტერორისტული რეჟიმის დასამხობად და არა ისრაელის არჩეული მთავრობის დასამხობად”, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსანმა.

აშშ-ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ “უნდობლობა ნეთანიაჰუს მმართველობის მიმართ გაღრმავდა და გაფართოვდა და ჩვენ ველით დიდ პროტესტს მისი გადადგომისა და ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით”.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...