ირაკლი ტაბლიაშილი „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე- თუ ეს ასეა, რას უშლი ხელს, გაატარე, მიჰყევი საზღვრამდე, გაიტანონ რუსეთში და ააფეთქონ

ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი საქართველოში „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმიანება.

როგორც ტაბლიაშვილი ვიდეო მიმართვაში ამბობს, თუ გავრცელებული ინფორმაცია ასეა და მივყვებით იმ ვერსიას, რომ საქართველოდან უნდა შეეტანათ ისეთი ნივთიერება, რომელიც „პაუწინა 2-ს“ მოაწყობდა, რატომ შეუშალეს ხელი.

„თუ ეს ასეა, რას უშლი ხელს, გაატარე, გაიტანონ, მიჰყევი საზღვრამდე და შეიტანონ რუსეთში და ააფეთქონ. კიდევ ერთი „პაუწინა“ მოაწყონ. ოღონდ, რასაკვირველია, ეს ასე არ არის, ეს შეთითხნილი ბრალდებაა, მაგრამ ერთ წამს რომ წავყვეთ მდინარაძი, კობახიძის, ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ თუ ბიძინა ივანიშვილი რუსის ვერსიას, რომ საქართველოდან უნდა შეეტანათ ისეთი ნივთიერება, რომელიც „პაუწინა 2-ს“ მოაწყობდა, შენ რა ხელი გაქვს ამასთან, შენ ვინ გეკითხება?“- განაცხადა ტაბლიაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა. ეს ჩინეთის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქართველოში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი...