ირაკლი კობახიძე: ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ

ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ქართველ ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია ილია II-ის სულიერი წინამძღოლობით გაევლო.

„ჩვენს ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია, დრამატულ ცვლილებათა და გამოწვევათა ეპოქა, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულიერი წინამძღოლობით გაევლო. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი სიბრძნე, ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უპირობო სიყვარული მაგალითს გვაძლევს, გვაერთიანებს და მომავლის რწმენით გვავსებს.

ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს პრემიერი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...