ირაკლი კობახიძე – ივლისი-აგვისტო ვფიქრობთ, რომ იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და წლის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ასე, რათა თანდათანობით გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა

ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისა და მოხარულები ვართ, რომ ამ წლის პირველი ნახევარი დავხურეთ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით,- ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასული 3 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7 % და ეს კარგი ტენდენცია გრძელდება წელსაც.

„გასული 3 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7 %. ეს კარგი ტენდენცია გრძელდება წელსაც, წლევანდელი მაჩვენებელი არის 9 %. ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ივლისი-აგვისტო ვფიქრობთ, რომ იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და წლის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ასე. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ თანდათანობით გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა,“- აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...