ირაკლი კობახიძე: ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ პარტნიორობა ყველასთან, ვისთანაც შესაძლებელია, ეს პარტნიორობა უნდა იყოს პრინციპებზე დაფუძნებული, მზად ვართ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-თან

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ პარტნიორობა ყველასთან, ვისთანაც არის პარტნიორობა შესაძლებელი, ეს პარტნიორობა უნდა იყოს პრინციპებზე დაფუძნებული, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გააფართოოს კავშირები ყველა მიმართულებით.

„ჩვენ აშშ-ის მიმართ გვაქვს გამოხატული კონკრეტული პოზიცია და გვაქვს ნათქვამი, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, რაც შეწყდა აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ მომენტში განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. თან მზად ვართ, გავაკეთოთ ეს სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ევროკავშირს რაც შეეხება, აქაც რაც შეეხება მოლაპარაკების გახსნას, ნათქვამი გაქვს, რომ როგორც კი დადებენ მაგიდაზე, მაშინვე მოვაწერთ ხელს, თუმცა იქითა მხრიდან არ გვესმის ჩვენ საპასუხო რეაქცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ:...

საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის“ და მის თანამდევი...