ირაკლი კობახიძე – ბაჩიაშვილის ადვოკატი ცდილობს საქმის პოლიტიზებას, ეს არასწორია, საქმე უკავშირდება სავარაუდოდ დანაშაულს და უნდა იყოს განხილული სამართლებრივ ჭრილში

ბაჩიაშვილის საქმე უკავშირდება სავარაუდოდ დანაშაულს და უნდა იყოს განხილული სამართლებრივ ჭრილში – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადვოკატი იქითა მხარეს ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას, მიზანი ჩანს, რაც არასწორია.

„ამ თემას ვერ ჩავუღმავდები. ხედავთ, რომ ადვოკატი იქითა მხარეს ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას, აქედან გამომდინარე, მიზანი ჩანს, რაც არის არასწორი. ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც უკავშირდება სავარაუდოდ დანაშაულს და ეს საქმე უნდა იყოს განხილული სამართლებრივ ჭრილში. როდესაც ბაჩიაშვილის ადვოკატი ცდილობს ამ საქმის პოლიტიზებას, ეს არის არასწორი. ჩვენ ამაში ჩვენს წვლილს ვერ შევიტანთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი,...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი არგუმენტებით კუთხეში მოქცეული „კოლექტიური ნაცმოძრაობა“...