ირაკლი კობახიძე: ალექსანდრე წულაძემ ძალიან კარგად იცის სისტემა, შესაბამისად, საუკეთესოდ უზრუნველყოფს იმ ამოცანების შესრულებას, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების განვითარებასთან

ალექსანდრე წულაძემ ძალიან კარგად იცის სისტემა, დარგი და შესაბამისად, საუკეთესოდ უზრუნველყოფს იმ ამოცანების შესრულებას, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების განვითარებასთან, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ალექსანდრე წულაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის რანგში რამდენიმე კვირის წინ შეუდგა მოვალეობის შესრულებას, თუმცა მისთვის ახალი არ იყო განათლების სამინისტრო.

„უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ის იკავებდა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, სხვადასხვა თანამდებობას განათლების სამინისტროში. მან ძალიან კარგად იცის სისტემა, დარგი და შესაბამისად, საუკეთესოდ უზრუნველყოფს იმ ამოცანების შესრულებას, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების განვითარებასთან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...