ირაკლი კირცხალია: რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ

რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ, ჩარევა არის ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნების ელჩები წინასაარჩევნო კამპანიაში რომ იყვნენ ნაცმოძრაობასთან ერთად ჩართული, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ აშშ-ს კრიტიკის პასუხად ევრობიუროკრატების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

მისივე განცხადებით, საქართველო დღევანდელი ევრობიუროკრატიისთვის არაფრის მტკიცებას აპირებს.

„მათ უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს პროქსი სახელმწიფო, ჩვენი ხელისუფლება იყოს მათი მარიონეტი, ჩვენი ხელისუფლება იყოს მათთან მონურ მორჩილებაში, რომ რასაც იტყვიან – შენ წახვალ, ჩაერთვები ომში, შენ ამას კითხვის გარეშე უნდა დაემორჩილო, მიიღებ კანონს უნდა მიიღო, გამოიწვევ ამ კანონს უნდა გამოიწვიო. არ აინტერესებთ არც სტრასბურგის გადაწყვეტილება, არც ქვეყნის რეიტინგი, ისინი გეუბნებიან ჩვენ ამას ვაღიარებთ ჩვენ თუ ეს მოგვინდა, დღეს ეს არ უნდა. სწორედ ასეთი მიდგომებზე მიუთითებს ბატონი ტრამპი”, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მიაჩნია, რომ ბრიუსელმა კარგად იცის საქმე რომელსაც საქართველო აკეთებს, თუმცა ამის დანახვა არ უნდა.

“რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის შეფასებას ევროკავშირის მიმართ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს ამაში ეჭვი შევიტანოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენ ჩვენს თავზე გამოვცადეთ, ახლაც ვცდით ამ უტიფარ განცხადებებს”, – განაცხადა კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...