ირაკლი კირცხალია მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიოს lll -ს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას.

განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა ეკუთვნის უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ერის სულიერ მამას, რომლის მრავალწლიანი ღვაწლი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, მისი უწმინდესობა შიო lll ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს.

ვუსურვებ სულიერ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას და ღვთის შეწევნას საქართველოს საკეთილდღეოდ”, – აღნიშნავს ირაკლი კირცხალია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას – რაც...

რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, რუსეთთან ურთიერთობები...