გურამ მაჭარაშვილი: საქართველოზე ზეწოლის განცხადებები რომ აღარ კეთდება თეთრი სახლიდან ესეც შეღავათია, თუმცა, Deep State, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ევროპულ ბიუროკრატიაში, ახორციელებს ზეწოლას

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ ზეწოლის შემცირებაზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. თუმცა, გამონაკლისია ევროპა, საიდანაც ეს ზეწოლა სრულად მოხსნილი არ არის. ამის მიზეზად კი, დეპუტატი ე.წ. გლობალური ომის პარტიას ასახელებს, რომელიც მაჭარაშვილის თქმით, იქ ჯერ კიდევ მოქმედებს და განსაკუთრებით მისი გავლენა ევროპულ სტრუქტურებში იგრძნობა.

„ზეწოლა არ მოხსნილა მთლიანად, უბრალოდ ახლა ყოველდღე თეთრ სახლში სპიკერი არ გამოდის და არ ამბობს საქართველოში რატომ მიიღეს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი, არ ამბობს დემოკრატია უკან მიდის და ა.შ. ეს განცხადებები რომ აღარ კეთდება თეთრი სახლიდან ესეც შეღავათია. თუმცა, ამავდროულად Deep State, იგივე გლობალური ომის პარტია, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ევროპარლამენტსა და „ევროსაბჭოთა კავშირის“ ბიუროკრატიაში და კონგრესშიც, ახორციელებს ზეწოლას. ეს ზეწოლა, რა თქმა უნდა, არ მოხსნილა მთლიანად, შემცირდა, მაგრამ არ მოხსნილა.

ამას ვამბობთ ჩვენ სწორედ და საზოგადოებას ვეტყვით, რომ ყურადღებაა საჭირო. ხელისუფლებასაც ყოველთვის შევახსენებთ, რომ ფრთხილად უნდა იყვნენ, იმიტომ რომ დიდი სახელმწიფოები შეთანხმდებიან და პატარა სახელმწიფოები გაიჭყლიტებიან”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...