გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ შეძლო შეეცვალა უნგრეთის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ ორბანის მთავრობა ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან უნგრეთზე განხორციელებულ ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატიამ ქვეყნის ხელისუფლება სწორედ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პოზიციის გამო შეცვალა.

„უნგრეთი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლო ევრობიუროკრატიამ, შეეცვალა ქვეყნის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ უნგრეთის წინა ხელისუფლება, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა.

დავფიქრდეთ, ჩვენ, საქართველო, რა მოცემულობაში ვართ, როდესაც უნგრეთს, ევროკავშირის წევრ და ვეტოს უფლების მქონე ქვეყანასაც კი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის გაუქმება აიძულეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში...

ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა გაზეთ "ასავალ-დასავალისა" და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული ბინძური კამპანია. გარკვეული პირები საზოგადოების მოტყუებასა და დავით გარეჯის თემით მანიპულირებას ცდილობდნენ, თითქოს...