გრიგოლ გეგელიას მიზანმიმართული ტყუილი – სინამდვილეში, საგარეო საქმეთა სამინისტროში იქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც მოიცავს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს პოლიტიკა

ხაზარაძის „ლელო“ მორიგ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს. ამჯერად საქმე ეხება გრიგოლ გეგელიას მიერ გავრცელებულ ტყუილს იმის შესახებ, თითქოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი.

გეგელიას მიერ საგანგებოდ ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ, ინტერნეტგამოცემა „პრაიმტაიმი“ თემის დეტალებით დაინტერესდა. ჩვენ მოვიპოვეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურის პროექტი, სადაც ნათლად ჩანს, რომ სინამდვილეში რეფორმის შედეგად სამინისტროში იქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც მოიცავს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს, რაც როგორც ცნობილია ევროპის ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

მოპოვებულ დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ ახალი სტრუქტურის მიხედვით, ევროინტეგრაციის დეპარტამენტში იქნება 4 სამმართველო.

შეგახსენებთ, გუშინ მედიაში გავრცელდა საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც მინისტრი მათ რეფორმის მიზნებთან დაკავშირებით ინფორმაციას დეტალურად აცნობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...