ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
„თბილისის მერის არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი კანდიდატებიდან?“ – ეს იყო კიდევ ერთი კითხვა, რომელიც დაუსვეს რესპონდენტებს, შედეგები კი ასე გადანაწილდა:
კახა კალაძეს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს 66,5%-იანი მხარდაჭერა
ირაკლი კუპრაძეს „ძლიერი საქართველოდან“ – 13,5%
იაგო ხვიჩიას – „გირჩის“ კანდიდატს კი 13%
სხვა კანდიდატებს საერთო ჯამში გამოკითხულთა 7% უჭერს მხარს
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, დამატებით თბილისში გამოიკითხა 920 რესპონდენტი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში 500-500 რესპონდენტი. მონაცემები წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია, ხოლო ქალაქების მასშტაბით +/- 5 პროცენტი.









