გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე...

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, ლაითურის ციხეში პატიმრის გაუპატიურებასთან დაკავშირებით „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებას უწოდებს, რაც გიორგი...