გიორგი გამსახურდია: აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან – პრივატიზირებული აქვთ ის ღირებულებები, რომელ ღირებულებებსაც ახლაც ებრძვიან და მანამდეც ებრძოდნენ, დასჯადი უნდა გახდეს ის ქმედებები, რაც დღეს რუსთაველზე ვნახეთ

გიორგი გამსახურდია, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი რადიკალების მცირერიცხოვანი ჯგუფის ქმედებებს სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, დასჯადი უნდა გახდეს, ის, რაც აქტივისტების მხრიდან რუსთაველზე ვნახეთ.

“წარმოუდგენელი მოცემულობაა, რომ პოლონეთში და ყველგან, სადაც ფეხი დამიდგია, გლოვის და საერთო ეროვნული ღირებულების ადგილას, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, მსგავსი კი არა, მიახლოვებულიც იკადროს.

ეს ჩვენი აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან. მართლაც რომ პრივატიზირებული აქვთ ის ღირებულებები, რომელ ღირებულებებსაც ახლაც ებრძვიან და მანამდეც ებრძოდნენ. დასჯადი უნდა გახდეს, ის ქმედებები რაც დღეს ჩვენ რუსთაველზე ვნახეთ და რასაც უკვე წლები ადგილი აქვს მთაწმინდის პანთეონში ოღონდ, სხვების მხრიდან. არ მაინტერესებს, ვინ მიიღებს მაგაში მონაწილეობას, ეს უნდა აიკრძალოს.” – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: “ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით,...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტში ის მამამ,...