გია გაბრიჭიძე NDI-ს კვლევაზე: ასე იცის გარაჟებში “რაზბორკებზე” მოსიარულე ხალხის მხარდაჭერამ, კლოუნების თავმჯდომარედ არჩევამ და ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ნაშოვნი ფულით პლაკატების ბეჭდვამ

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში NDI – ს კვლევის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს „ქართულ ოცნებას“ 20% დაუჭერდა მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, სხვა პარტიებს ჯამურად კი 6% – ი.

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავს.

„ესენი საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავენ და მერე არ დამიწყოთ “მთავარი ოპოზიციური ძალა”, ევროპაო, დემოკრატიაო და რაღაც მსგავსი სისულელეები.

ასე იცის გარაჟებში “რაზბორკებზე” მოსიარულე ხალხის მხარდაჭერამ, კლოუნების თავმჯდომარედ არჩევამ და ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ნაშოვნი ფულით პლაკატების ბეჭდვამ.

ამას მე კი არ ვამბობ, თვით NDI-მ თქვა.“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...