გია აბაშიძე: რებრენდიგის ფაზაში მყოფი გლობალური ოლიგარქიული მმართველობის პერსონაჟები ვერ ეგუებიან, რომ საქართველო აღარაა მართული “კანტორა-ტერიტორია”

ვეხმაურები რა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის კიდევ ერთ საინტერესო წერილს, აღვნიშნავ – ანტიქართული ძალების პერვერსიული განცხადებები, რომ აქ თურმე თავისუფალ მედიას “ახშობენ”, დეზავუირდება რადიკალების 24/7 მაუწყებლობებით, მითები “მიტაცებულ” მართლმსაჯულებაზე – საერთაშორისო ინდექსებით – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის შეფასებით, თვითმყოფადობაზე მუდმივი ზრუნვა და მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე სრული ფოკუსირება არის არა მხოლოდ არჩეულ მმართველთა, არამედ ამომრჩეველთა უწინარესი პასუხისმგებლობა.

„ვეხმაურები რა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის კიდევ ერთ საინტერესო წერილს, აღვნიშნავ – ანტიქართული ძალების პერვერსიული განცხადებები, რომ აქ თურმე თავისუფალ მედიას “ახშობენ”, დეზავუირდება რადიკალების 24/7 მაუწყებლობებით, მითები “მიტაცებულ” მართლმსაჯულებაზე – საერთაშორისო ინდექსებით.

რებრენდიგის ფაზაში მყოფი გლობალური ოლიგარქიული მმართველობის პერსონაჟები ვერ ეგუებიან, რომ საქართველო აღარაა მართული “კანტორა-ტერიტორია”. ამასთან, გარე უსინდისოთა ტოქსიკური პროპაგანდა და უსაქციელო მენტორული ტონი აბუჩადაა აგდებული ქართული საზოგადოების მიერ და უსამშობლო” “ნაცბენეფიციარების” მიღმა ვერსად ახდენენ გავლენას.

თვითდამშვიდების საფუძველი დიდხანს არ იარსებებს. თვითმყოფადობაზე მუდმივი ზრუნვა და მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე სრული ფოკუსირება არის არა მხოლოდ არჩეულ მმართველთა, არამედ ამომრჩეველთა უწინარესი პასუხისმგებლობა.“ – წერს აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ:...

საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის“ და მის თანამდევი...