გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. სახელმწიფოებრივი დღესასწაულები, ამავდროულად, წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ ერთად გავიაზროთ გლობალური გამოწვევები. საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო ხშირად დგება რთული ამოცანების წინაშე, რომელთა გადასაჭრელად საჭიროა მრავალმხრივი მიდგომა – კლიმატური კრიზისიდან დაწყებული, კონფლიქტებითა და მზარდი სოციალური უთანასწორობებით დასრულებული. ამ სულისკვეთებას ასახავს „პაქტი მომავლისთვის“, რომელიც გასული წლის განმავლობაში დაამტკიცა გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი ემყარება მრავალმხრივობის გაძლიერების, მშვიდობის, მდგრადი განვითარების და ყველასთვის ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ამ განსაკუთრებულ დღეს. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან ღრმა პატივისცემა და კეთილი სურვილები“, – ნათქვამია მისალოც წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია: დაჩი ტვილდიანი ჩვენი წევრი არასდროს ყოფილა –...

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, Როგორც "რუსთავი 2-ს" ორგანიზაციაში განუცხადეს, დაჩი ტვილდიანი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი არასდროს ყოფილა. "უკვე მეორე დღეა, კონკრეტული მედიასაშუალების...