ევროპარლამენტმა რეზოლუციის ტექსტში შესწორება დაამტკიცა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის ტექსტში შესწორება დაამტკიცა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

„[ევროპარლამენტი] მტკიცედ იმეორებს თავის სასწრაფო მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისსიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე სრული და უდავო პასუხისმგებლობა ეკისრება და ნებისმიერ ზიანზე, რომელიც მას მიადგება, სრულად პასუხისმგებელი იქნება; კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ მისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და ის შეიწყალოს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტი ევროკომისიას საქართველოს უვიზო რეჟიმის გადახედვისკენ მოუწოდებს; ასევე, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს და ერთი წლის განმავლობაში საქართველოში არჩევნების ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია 444 ხმით 72-ის წინააღმდეგ მიიღო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...