ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო USAID-ის ოფიციალურ დახურვას მიესალმება: კორუმპირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მილიარდობით დოლარი აღარ დაიხარჯება

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ კორუმპირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მილიარდობით დოლარი აღარ დაიხარჯება.

ლასლო მიესალმება ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომ USAID-ი ოფიციალურად დაიხურა.

ევროპარლამენტარის თქმით, ამიერიდან USAID-ის მიერ დაფინანსებული NGO-ები, „ვოუქ“ იდეოლოგიას ვეღარ გაავრცელებენ.

ლასლოს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი პირობა შეასრულა, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია რომ არ დაუშვან ევროკავშირის მიერ იმავე კორუმპირებული „მემარცხენე“ NGO-ების ქსელის დაფინანსება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...