ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი – „ალდე“ წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები ან დემოკრატია, გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი იდეოლოგია

„ალდე“ არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, ესტონეთის ცენტრისტული პარტიის წევრმა, იააკ მედისონმა განაცხადა.

ევროპარლამენტარმა გააკრიტიკა „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) და აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფი 2024 წლის სექტემბერში დატოვა, რაც მკაფიო პოლიტიკური არჩევანი იყო.

„ეს იყო ძალიან მკაფიო პოლიტიკური არჩევანი. ამ ეტაპზე ჩვენ ოფიციალურად არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ოჯახს. „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს, რომ ჩვენ არ მოგვწონს ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები ან დემოკრატია, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი იდეოლოგია. ცხადია, ესტონეთის ცენტრისტული პარტია, არ შეიძლება, მიეკუთვნებოდეს იმ ჯგუფს, რომელსაც რეფორმების პარტია მიეკუთვნება“, – განაცხადა მედისონმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...