ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

დიდგორის მემორიალთან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული
თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების
კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ,
იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით სამსახურეობრივი მოვალეობის
შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ეროვნული
თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ
კურსდამთავრებულებს სამხედრო კარიერული წარმატებები უსურვა. მან წარჩინებული
კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები დააჯილდოვა.
იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს, რაც თეორიულ და
პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. კურსის განმავლობაში მომავალი ოფიცრები სამხედრო
მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მწვავე შეტაკებები პარიზში – საპოლიციო ძალებმა ხალხის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და...

შაბათს, სკოლებში არსებული სირთულეებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთის მასშტაბით ძალადობა განახლდა. ქვეყნის მთავრობაში მომხდარს „ძალადობის ესკალაცია“ უწოდეს. სხვადასხვა ქალაქის...