ეკა სეფაშვილი: საქართველოში ყველას აქვს უფლება თავისი აზრი, პროტესტი დააფიქსიროს, ოღონდ ეს უნდა მოხდეს კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებში

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოში ყველას, აქვს უფლება თავისი აზრი დააფიქსიროს.

„კანონში [„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“] შესატანი ცვლილებები არ ზღუდავს პროტესტის გამოხატვას, არანაირად არ არის ადამიანის უფლებების ან აზრისა და შეხედულების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. იმიტომ, რომ ყველას საქართველოში, აქვს უფლება თავისი აზრი, თავისი პროტესტი დააფიქსიროს, ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა,...

ვფიქრობ გეხსომებათ, რა მასშტაბის ანტიჩინური კამპანია ააგორეს საქართველოში კონკრეტულმა პირებმა და ორგანიზაციებმა. ამ კამპანიის წინამძღოლი გახლდათ თინა ხიდაშელი და მისი ენჯეო "სამოქალაქო იდეა," რომლებიც...