ეკა სეფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე: არავის ეგონოს, რაგინდ მაღალ თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მას შეღავათი გაეწევა

„ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა უმაღლეს დონეზეა აყვანილი,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის 5 წლიანი პატიმრობის შეფარდების საკითხის კომენტირებისას.

ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამდებობა საქართველოში ინდულგენცია არ არის და ამას ცხადყოფს ყოფილი პრემიერის პასუხისგებაში მიცემაც.

„ღარიბაშვილის დაპატიმრება, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა უმაღლეს დონეზეა აყვანილი. ეს არის კარგი ილუსტრაცია იმის, რომ არავის ეგონოს, რაგინდ მაღალ თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მას თანამდებობის გამო რაიმე შეღავათი გაეწევა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...