ეკა სეფაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის ძალის” წარმომადგენელი, ეკა სეფაშვილი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად გამართულ შეხვედრაში, ეკა სეფაშვილი მონაწილეობს, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი.

შეხვედრაზე განიხილება გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები, შრომის ბაზრის განვითარების და სოციალური პოლიტიკის ახალი გამოწვევები. მონაწილეები ასევე იმსჯელებენ გარემოს დაცვის საკითხებზე. ყურადღება დაეთმობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ...

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა. „ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და...