ეკა სეფაშვილი 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდაზე: ტარიფი უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს გაზრდილ ტარიფს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე გაიზრდება აქციზის განაკვეთი. სეფაშვილმა თქვა, რომ ტარიფები უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი:

„ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ისეთი მიდგომა, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ეტაპობრივად შეეგუონ ამ ახალ რეგულაციას და, ამასთანავე, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პირობების დაცვას საქართველოში“ – განაცხადა დეპუტატმა.

ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს გაზრდილ ტარიფს.

„რაც შეეხება იმ ავტომობილების იმპორტს, რომლებიც 6 წელზე მეტისაა, ვფიქრობ, აქ უნდა გამოვიყენოთ ისეთი მიდგომა, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ეტაპობრივად შეეგუონ ამ ახალ რეგულაციას და, ამასთანავე, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პირობების დაცვას საქართველოში. რა თქმა უნდა, ტარიფი უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს ამ გაზრდილ ტარიფს“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...