ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე: უცხოელ პატრონთა თითების დატკაცუნებაზე მზადაა, ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას და საქართველოს სრულ კოლონიად ქცევას

უცხოელ პატრონთა თითების დატკაცუნებაზე მზადაა დისკრედიტირება გაუწიოს და შემდეგ ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას, საბოლოო ჯამში კი საქართველოს სრულ კოლონიად ქცევას! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში.

ექსპერტის განცხადებით, ზურაბიშვილი იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორი სიფრთხილეა საჭირო პოლიტიკოსების შერჩევის დროს და რამდენად დამაზიანებელია ქვეყნისთვის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მოღალატეების დასმა.

“როგორც იქნა მოვიცილეთ აგენტი “ვეტოვიჩი” მარგველა!
ვიფიქრეთ ამოვისუნთქეთ-თქო და უმალ გამოჩნდა ჩვენს მიერვე ტანკით მითრეული და იმ სკამზე უღირსად მჯდარი აგენტკა “ვეტოვნა” სალომე, რომელიც უმჭიდროეს უნისონშია გაღმელ-გამოღმელ პატრონებთან და ქვეყნის შიგნით მოქმედ მეხუთე კოლონასთან!
ეს უშუბლძარღვოდ დაბადებული ნომრიანი “შპიონი”, უცხოელ პატრონთა ნებისმიერ თითების დატკაცუნებაზე მზადაა დისკრედიტირება გაუწიოს და შემდეგ ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას!

საბოლოო ჯამში კი საქართველოს სრულ კოლონიად ქცევას!

ეს ქალი მაგალითია იმისა, თუ როგორ სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ მომავალში პოლიტიკოსთა შერჩევის პროცესს!
და რომ არ შეიძლება პოლიტშარლატანების, უსამშობლოების და მოღალატეების ჩვენივე ხელით უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე დაგდება!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...