დონალდ ტუსკის განცხადებით, სადაზვერვო მონაცემებით, შობამდე რუსეთმა, შესაძლოა, ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი გააძლიეროს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, სადაზვერვო მონაცემებით, შობამდე რუსეთმა, შესაძლოა, ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი გააძლიეროს.

მისივე თქმით, პოლონეთი ელოდება დივერსიული აქტებისა და პროვოკაციების უფრო მასშტაბურ მცდელობებს.

„ყველაფერი ერთ აშკარა დასკვნამდე მიდის: შობამდე გარკვეული ესკალაციაა მოსალოდნელი. ლატვიაში უკვე ნახეს სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, ლიეტუვა კი სერიოზული პროვოკაციის მოლოდინშია. ერთი რამ ცხადია: რუსეთი ესკალაციას გააძლიერებს და ჩვენს რეაქციას შეამოწმებს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მწვავე შეტაკებები პარიზში – საპოლიციო ძალებმა ხალხის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და...

შაბათს, სკოლებში არსებული სირთულეებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთის მასშტაბით ძალადობა განახლდა. ქვეყნის მთავრობაში მომხდარს „ძალადობის ესკალაცია“ უწოდეს. სხვადასხვა ქალაქის...