დონალდ ტრამპი: ვაპირებ, ვუთხრა ილონ მასკს, რომ განათლების სამინისტრო შეამოწმოს, შემდეგ კი სამხედრო სფეროში გადავალთ. ჩვენ აღმოვაჩენთ ასობით მილიონი დოლარის თაღლითობასა და თანხების ბოროტად გამოყენების შემთხვევებს

აშშ-ის პრეზიდენტი ილონს მასკს განათლების სამინისტროში და თავდაცვის სისტემებში არამიზნობრივი ხარჯების გამოვლენას დაავალებს. საკითხზე დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ძალიან მალე, შეიძლება 24 საათში, ვაპირებ, ვუთხრა ილონ მასკს, რომ განათლების სამინისტრო შეამოწმოს. შემდეგ სამხედრო სფეროში გადავალთ. მოდით, შევამოწმოთ სამხედრო სფერო. ჩვენ აღმოვაჩენთ მილიარდებს, ასობით მილიონი დოლარის თაღლითობასა და თანხების ბოროტად გამოყენების შემთხვევებს“, – განაცხადა ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...