დონალდ ტრამპი: უკრაინაში კორუფციის მასშტაბური სიტუაციაა. ხალხი ამ კითხვას სვამს, როდის ჩაატარებენ არჩევნებს და საერთოდ ჩაატარებენ თუ არა

იცით, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები უკრაინაში? ეს არავისზე დისკრედიტაციას არ ნიშნავს, მაგრამ იქ კორუფციის მასშტაბური სიტუაციაა- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტი ზელენკსის მიმართ კვლავ კრიტიკული განცხადებით და არჩევნების ჩატარებისკენ მოწოდებით გამოდის.

“ადამიანები კითხულობენ: როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები – ხალხი ამ კითხვას სვამს. საერთოდ ჩაატარებენ თუ არა? თუ უბრალოდ ასე გააგრძელებენ? ასე რომ, ვფიქრობ, დროა, ეს ომი დასრულდეს და ვფიქრობ, ეს არის ომი, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია. მაგრამ ტანგოს ცეკვისთვის ორი ადამიანია საჭირო.”- აღნიშნა ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...