დონალდ ტრამპი – „ბიბისის“ ვუჩივლებ ჩემი სიტყვების დამახინჯებისთვის, დღეს ან ხვალ შევიტანთ სარჩელს

მე ვუჩივლებ „ბიბისის“ ჩემი სიტყვების დამახინჯებისთვის, მათქმევინეს ისეთი რამ, რაც არასდროს მითქვამს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, სარჩელს დღეს ან ხვალ შეიტანს.

„მე ვუჩივლებ „ბიბისის“ სიტყვების დამახინჯებისთვის. მათქმევინეს ისეთი რამ, რაც არასდროს მითქვამს. ვფიქრობ, მათ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ან რაღაც მსგავსი. ამიტომ, ჩვენ შევიტანთ სარჩელს. ბევრი ადამიანი მეკითხება, როდის შეიტანთ ამ სარჩელს? მედიასაც კი არ სჯერა ამის, მაგრამ დაიჯერებენ. მათ საშინელი სიტყვები მათქმევინეს, რომელიც დაკავშირებულია 6 იანვართან, რომელიც მე არ მითქვამს, ხოლო ის ლამაზი სიტყვები, რაც მე ვთქვი – ლამაზი სიტყვები პატრიოტიზმზე და ყველა იმ კარგ საკითხზე, რაზეც ვისაუბრე – ეს ყველაფერი არ გააშუქეს. ამას ეწოდება ყალბი ამბავი. ამიტომ, ჩვენ ამ სარჩელს ალბათ დღეს შუადღისას ან ხვალ დილით შევიტანთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...