დიმიტრი სამხარაძე: კალასმა თქვა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე უნდა ვიმსჯელოთო, ახლა დიდი მღელვარება უნდა იყოს ქუჩებში, დავამხოთ მთავრობაო, უნდა გუგუნებდეს ოპოზიცია – სად არიან?

კალასი გამოვიდა და თქვა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე უნდა ვიმსჯელოთო. ახლა წესით დიდი მღელვარება უნდა იყოს ქუჩებში, – წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, კაია კალასის ეს განცხადება პირველი ნაპერწკალი უნდა ყოფილიყო, რასაც უნდა დაენგრია ყველაფერი, ოპოზიციის მიერ კი მთავრობის დამხობის მოთხოვნა უნდა გაჟღერებულიყო, თუმცა, ისინი არსად არიან და სწორედ მოვლენების ამგვარი განვითარება დააზღვია მმართველმა გუნდმა.

“დღეს 16 დეკემბერია… კალასი გამოვიდა და თქვა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე უნდა ვიმსჯელოთო. ახლა წესით დიდი მღელვარება უნდა იყოს ქუჩებში.
პირველი ნაპერწკალია, რასაც უნდა დაენგრია ყველაფერი, ხალხი უნდა აღეშფოთებინათ, დავამხოთ მთავრობაო უნდა გუგუნებდეს ოპოზიცია…

სად არიან?.. აი თურმე რა დაგვიზღვევია… ვერ გაგვიცანით, ვერც ერთი ძალიან მაგარი კაცი შეაფასეთ და დააფასეთ… სიმართლე გაიმარჯვებს ყოველთვის და უნდა შეეგუოს ყველა სიმართლის და საქართველოს გამარჯვებას! ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ!” – წერს დიმიტრი სამხარაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის პოსტზე: ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მორალური სახე....

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის პოსტს ეხმაურება, თენგიზ შარმანაშვილის სასამართლო სხდომაზე არყოფნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს...