დავით მათიკაშვილი რადიკალებზე: სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, არანაირი ნდობა და რეიტინგი არ გააჩნიათ – მათი გეგმა არის, გეგმის არ არსებობა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, არანაირი ნდობა და რეიტინგი არ გააჩნიათ. ასე, რომ მათი გეგმა არის, გეგმის არ არსებობა. დღეს დავალების ქვეშ გაერთიანდებიან თუ გაიყოფიან, საბოლოოდ ნდობასა და რეიტინგს ქართული საზოგადოება ადგენს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ოპოზიციაში დაპირისპირებაა – სალომე ზურაბიშვილმა რადიკალებს იმედები გაუცრუა. „ნაციონალური მოძრაობისგან“ არაერთხელ გალანძღული ზურაბიშვილი რამდენიმე თვის წინ მათ ლიდერად იქცა, ახლა კი ის ისევ უარყვეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...