დავით ქართველიშვილი ბაჩიაშვილის დაკავებაზე: ესეც ანრი ოხანაშვილის “სუს”-ი, როგორც ამ სამსახურისთვის დამახასიათებელი პროფესიონალიზმის და სპეციფიკის ღირსეული გამგრძელებელი

“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, ეს არის ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის ნათელი მაგალითი, რომლისთვისაც დამახასიათებელია პროფესიონალიზმი.

“Недолго музыка играла
Недолго фраер танцевал – ესეც ანრი ოხანაშვილის “სუს”-ი, როგორც ამ სამსახურისთვის დამახასიათებელი პროფესიონალიზმის და სპეციფიკის ღირსეული გამგრძელებელი. ვულოცავ ჩემს ყოფილ კოლეგებს ამ სპეცოპერაციის ლოგიკურ დასასრულს,”- წერ დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია: დაჩი ტვილდიანი ჩვენი წევრი არასდროს ყოფილა –...

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, Როგორც "რუსთავი 2-ს" ორგანიზაციაში განუცხადეს, დაჩი ტვილდიანი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი არასდროს ყოფილა. "უკვე მეორე დღეა, კონკრეტული მედიასაშუალების...